2020-08-07 21:06:01, 2156 ნახვა
მსოფლიო
ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს - მოსახლეობა საფრანგეთის კონტროლის ქვეშ გადასვლას ითხოვს
ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიება დაკავებულებს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.
ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 157 და დაშავდა 5 000-ზე მეტი ადამიანი. უბედური შემთხვევის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 300 000-ზე მეტი ადგილობრივი.
დედაქალაქზე მიყენებულმა ზარალმა კი 15 მილიარდს გადააჭარბა.
არსებული ინფორმაციით 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ პეტიციით მოითხოვა, რომ მომდევნო 10 წლით ლიბანი საფრანგეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,