13:15 - 29 Oct, 2026
|
2020-08-07 12:12:55, 2239 ნახვა
ეკონომიკა
მიმდინარე წლის მაისში აღებული ბენზინის 252 სინჯიდან, დადგენილ ნორმებს მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის მაისში, საქართველოს მასშტაბით, 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი აიღეს. სინჯები შემდგომი კვლევისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 252 სინჯიდან, მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. კერძოდ, რეგულარის მარკის ბენზინის ნიმუშში, ოქტანური რიცხვის მნიშვნელობამ შეადგინა 90 (ნორმა: არანაკლებ 91). გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)