|
2020-08-07 09:55:30, 2023 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ოპოზიციის ბრალდებებზე: საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი
საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუშალოს ეპიდემიის მასშტაბურ გავრცელებას, იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე. „თავიდანვე, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტებზე ოპოზიციას ორგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ეს იყო მიზერული დახმარება, ამავე დროს, აცხადებდნენ, რომ იყო მოსახლეობის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ. იგივე ხდება ახლაც - ეს ორი კონფლიქტური ე.წ. ნარატივი აქვთ, რაც მათი პრობლემაა. მნიშვნელოვანია ერთი რამ - საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი და ამის დასტურია ის, რომ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, „ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი" არის ერთ-ერთი მაღალი, მე-5 ადგილი მსოფლიოში. სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებაა, დახმარების მესამე ეტაპი გამოცხადებულიყო აგვისტოში, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაშორებული არჩევნებიდან. ეს არის გადასახადის გადამხდელის ფული, რომელიც მიიმართა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებზე და ვფიქრობ, სამართლიანობის კუთხითაც არის გამართული. ჩემი აზრით, არჩევნებთან კავშირი ექნება არა კონკრეტულ პროგრამას, არამედ იმას, როგორ მართე ვირუსი, ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როგორ გადაანაწილე დახმარების პაკეტები, რამდენად ეფექტიანი იყავი ბოლო წლებში და განსაკუთრებით, 2020 წელს, პანდემიის პირობებში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ ფინანსური რესურსების გამოყოფას, წინ უსწრებდა 2-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან. „ორი თვის თავზე შევთანხმდით 1,5 მლრდ დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებაზე. შემდეგ დაიწყო პირველი ჩარიცხვები და დღეს, უკვე მიღებული გვაქვს, დაახლოებით, 800 მლნ დოლარი და ამავე დროს, გაფორმებული გვაქვს, პრაქტიკულად, ყველა ხელშეკრულება, ბევრი მათგანი რატიფიცირებულია. შესაბამისად, წლის ბოლომდე თანხები სრულად ჩამოირიცხება", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)