14:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 12:23:59, 2983 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - გამოძიების დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ის ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც შეხვდება თამარ ბაჩალიაშვილის ოჯასხ.

მისივე თქმით, ის ვალდებულია პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუცებს და დაელოდოს გამოძიების დასრულებას.

„მე, პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო, უდიდესი ტრაგედია, როდესაც ახალგაზრდა გოგო, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის, ეს ქვეყნის ტრაგედიაა.

მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე, მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. არავის არ მივცემ უფლებას გაგრელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ყველამ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელიგიტიმაცია არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებითვის ხვალ. მე მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა, მას შემდგომ რაც გამოძიება დასრულდება შეხვედრის პრობლემა, მე არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა, ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“ , - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics