11:00 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 12:25:47, 2375 ნახვა

რეგიონი
სოფელ მუშევანამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა, შედეგად 1100 გრძივ მეტრ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 623 099 ლარი შეადგინა.

ინფრასტრუქტურული პროექტის მე-3 ეტაპის განხორციელების შემდეგ, სოფლამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 6 448 796 ლარის ღირებულების 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება.

„საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. როგორც მოგეხსენებათ, სოფელი მუშევანი 67-დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. მოსახლეობის თხოვნა შევასრულეთ და სოფლამდე მისავლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგების პროექტის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. სოფლამდე გზის მოწყობის სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა სრულად მოუგვარდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტივენ კინგი - დონალდ ტრამპი - ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი მონსტრი, ბოროტმოქმედი თუ სულებით სავსე სასტუმრო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics