16:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 21:27:44, 2971 ნახვა

სამართალი
ბაჩანა ლობჟანიძემ შსს დატოვა - ამ წუთებში მარიამ ვარდიაშვილია შსს-ში, თუ არ გაიპარა და თუ ისურვებს საუბარს, მე მექნება მასთანაც კომუნიკაცია

„ამ წუთებში მარიამ ვარდიაშვილია შსს-ში, თუ არ გაიპარა და თუ ისურვებს საუბარს, მე მექნება მასთანაც კომუნიკაცია“ , - ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძემ შსს-დან გამოსვლის შემდეგ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გამოკითხვა საქმეში ახალი პირების გამოჩენის გამო ვერ მოხერხდა და უწყებაში მას ხვალ ელოდებიან.

„მე ვიყავი თამარის ოჯახში და ქალბატონმა თეონამ მკითხა, რომ რამიშვილი ხომ არ არის მოგზავნილიო, როგორც მესენჯერში თვითონ მკითხა. მე ჩავთვალე რომ ეს ემოციური ფონის ბრალი იყო და მისი გარემოებიდან გამომდინარე ეს მემგონი, მისაღები უნდა იყოს, როგორც რამიშვილისთვის ასევე ჩემთვის.

მე რომ მოვედი, ქალბატონი მარიამ ვარდიაშვილი იყო მოსული შსს-ში, დავრეკე და მათ მითხრეს, რომ ჩემი გამოკითხვა ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, შემდეგ მე დავწერე განცხადება და ხვალ მექნება დამატებით ჩვენებაზე საუბარი შსს-ში.

საქმეში მოწმეების სახით ახალი პირები ჩაერთვნენ და ჩემი დაკითხვა ამიტომ ვერ მოხერხდა დღეს.  ამ წუთებში მარიამ ვარდიაშვილია შსს-ში, თუ არ გაიპარა და თუ ისურვებს საუბარს, მე მექნება მასთანაც კომუნიკაცია. შემიძლია დავსქრინო ჩატი და გავუგზავნო უწყებას, სადაც არანაირი მუქარა არ ვლინდება.  მე მას მხოლოდ ვკითხე თუ იყო უწყებაში მისული და დაკითხული, დღეს გავიგე, რომ არ ყოფილა და ახლა მიდის მისი გამოკითხვა.

გუშინ ელისო კილაძისგან გავიგე, რომ  ვიღაც სოფიო ბოკუჩავას, თუ არ ვცდები  თამარი უკავშირდება და უყვება რაზეც კომპანია „ზეგ“-ი. მეც ვიცი ეს ფაქტები და ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებ იმას თუ რაზე მუშაობს კომპანია, ვიცავ ორივე მხარის ინტერესებს.  ეს გარემოებები არის კომპანია „ზეგ“-ის გავლენის ბრალი“ , - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics