|
2020-08-05 19:00:36, 2721 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას
საზოგადოებირივი ტრანსპორტით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა მან კონცეფციის თვასაჩინოებისთვის შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა. „მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% - 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი - 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის უპირატესობებზე ისაუბრა, რის შედეგადაც, აღნიშნულ მონაკვეთზე 70 000 მგზავრის გადაადგილება 3-ჯერ ნაკლებ დროშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. „მუნიციპალურ ტრანსპორტს 8 წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)