19:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 18:56:52, 2433 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სტატისტიკა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია და დღეის მონაცემებით, 2 700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნეს ვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა.

მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბიზნეს ვიზიტორებს უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ პისიარ ტესტები.

„ასეთი მიდგომა ჩვენთვის არის უსაფრთხო  და გარდა ამისა, გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნესპროცესი, არ შენელდეს ინვესტორებთან ურთიერთობა. გუშინაც საქართველოს სტუმრობდა ძალიან მნიშვნელოვანი ინსვესტორი შვეიცარიიდან, ცნობილი გლობალური კომპანია „შტადლერის" პრეზიდენტი, რომელსაც  ეკონომიკის სამინისტროში ვუმასპინძლეთ. საუბარი იყო საქართველოში ვაგონების წარმოების გადმოტანასა და ამოქმედებაზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, რომ ბიზნესვიზიტორების პლატფორმა საკმაოდ აქტიურ მოქმედებაშია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ასევე გაიმართება კიდევ ერთი ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ გრძელვადიანი უცხოელი ვიზიტორები, ვისაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი აქვს.

„ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესია, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან და მათგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, რომ სწორედ საქართველო იყოს ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ საქართველოში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და ამის გათვალისწინებით ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მით უფრო მეორე ტალღის მოლოდინში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics