|
2020-08-05 18:54:09, 2348 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან არამარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებს
რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება სექტემბერში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სხვა შესაძლო ფრენებიც გაიხსნება. „აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით, დაფრინავს კომპანია „ლუფტჰანზა", „ეარ ფრანსის" პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, ხვალ კი განხორციელდება „ეარბალტიკის" პირველი რეისი - რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, კომპანია „აირზენა" ასრულებს კომერციულ ჩარტერებს - 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში და სულ ახლახან, პარიზის რეისი ჩამოფრინდა. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისივე განმარტებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით არ არის ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს, რათა სიტუაცია კვლავ ეფექტურად მართვადი იყოს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები, რაც მიმდინარე ავიარესიების დადებითი შედეგია. „ავიარეისების უდიდესი უმრავლესობა - მგზავრების სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტები, საერთაშორისო ვიზიოტორები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ის ვიზიტორები, ვისაც სურს ესტუმროს საქართველოს, რომელიც არის უსაფრთხო ქვეყანა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)