|
2020-08-05 18:49:53, 3404 ნახვა
ეკონომიკა
დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა
დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე სუბიექტებთან. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრები ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა. ევროკავშირის დღგ-ის დირექტივებზე დაყრდნობით, საგადასახადო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრებზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეწარმეების საქმიან თანამშრომლობას, ასევე გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, შეღავათებით ისარგებლებენ განათლების, სამედიცინო და სოციალურ სფეროში მოღვაწე კომპანიები, შემცირდება სადავო საკითხები, ამასთან რეფორმა კიდევ უფრო აამაღლებს გადამხდელების ნდობას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება. ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)