10:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 18:43:43, 2602 ნახვა

რეგიონი
ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე რეგიონში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

 საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში, საიდანაც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი და  „ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელი მარიამ  სულაბერიძე ჩავიდნენ. სამინისტროს წარმომადგენლები  გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან,  ზურაბ ნასარაიასთან ერთად იმ დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მალე ოპტიკური ინტერნეტით დაიფარება. ოზურგეთში ასევე იმყოფებოდა კომპანია „პარვუს  ჯგუფი," რომელიც, „ოუფენ ნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად,  ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას განახორციელებს. საპილოტე ქსელის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის პირველი ეტაპია დიზაინის შემუშავება, რის შემდეგაც უკვე ქსელის მშენებლობა იწყება. პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებისა და თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის რაოდენობის, ასევე პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტი განხორციელდება გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - - 145 კმ.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა" ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან  გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია -  შპს „პარვუს ჯგუფი" შეირჩა. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics