05:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 11:03:13, 575 ნახვა

საზოგადოება
ქადაგიძე: 15 წლის წინ, საქართველო კორუმპირებული ქვეყანა იყო, დღეის მდგომარეობით კი, უზარმაზარი პროგრესი აჩვენა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონსტისპირა ქვეყნებში"  სიტყვით გამოვიდა.

გიორგი ქადაგიძე კონფერენციის მონაწილეებს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.

ქადაგიძის თქმით, საქართველო 15 წლის წინ ძალიან კორუმპირებული ქვეყანა იყო და დღემდე დიდი პროგრესი განიცდის.

თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არის მთელი რიგი სფეროები, სადაც პრობლემებია.

"15 წლის წინ, როცა 21-ე საუკუნე დაიწყო, საქართველო იყო პოტსაბჭოური, ძალიან კორუმპირებული, რიგითი ქვეყანა. დღეს უკვე უზარმაზარი პროგრესი ვაჩვენეთ, გვაქვს ძალიან დიდი ამბიციები, რომ სულ მცირე რეგიონში ვიყოთ ნაკლებად კორუმპიებული,დაბალი გადასახადების მქონე და ა.შ. მაგრამ ასევე დასაქმების თემაშიც. გვჭირდება გარკვეული გარღვევების გაკეთება. რაც გაკეთდა საკმარისი არ არის.იმისათვის რომ გავარკვიოთ. სად ვართ ამ ეტაპზე, აუცილებელია გლობალურ სურათს შევხედოთ .გასულ საუკუნეში ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა ვითარდებოდა შემშეგნაირად:იწყებდა,როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, შემდეგ გადადიოდა წარმოებაზე, შემდეგ-სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე.ახლა ყველა განვითარებული ქვეყანა უმეტესწილად ორიენტირებულია სრრვისზე დაფუხნებულ ეკონომიკაზე",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, ქადაგიძის თქმით, საქართველო სცდილობს, ნაკლებად პროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორი მაღალშემოსავლიან სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკად გადააქციოს.

"თუ ვიტყვით,რომ ჩვენ მხოლოდ ვაწარმოებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტს, თუ ჩვენი მიზანია ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ბაზრის მოძებნა, მაშინ არ გვექნება დიდი არჩევანი. ჩვენ უნდა შევეცადოთ გავაკეთოთ ჩვენი ეკონომიის რესტრუქთურიზაცია იმგვარად,რომ ჩვენ უკვე გვექნება მაღალხარისხიანი პროდუქცია. თუ ძალიან ძლიერ ინვესტირებას არ განვახორციელებთ განაჯლების სფეროში, თუ არ ავამაღლებთ ჩვენი მუშახელის, კადრების კვალიფიკაციას, თუ არ წავალთ ეკონომიკის პოლიტიის შეცვლისკენ, ძალიან რთული იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა სხვა მხარეებისთვის. დღესჩვენ ვართ დამოუკიდებელი ენერგეტიკის სფეროში.არც ერთ ქვეყანას დედამიწაზე არ მიუღწევია ეკონომიკური წარმატებისთვის მსხვილი სავაჭრო პარტნიორის გარეშე. 3 მსხვილი ბაზარია ჩვენს გარშემო - თურქეთი, რუსეთი და ირანი. არასოდეს არ გვექნება დიდი არჩევანი. იმისათვის, რომ გვქონდეს ეს არჩევანი, ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტული. 21-ე საუკინის გლობალიზებულ სამყაროში, ან ხარ დიდი გლობალიზებული საზოგადოების წევრი, ან ხარ სადღაც სხვაგან", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics