2020-08-05 10:48:25, 2056 ნახვა
პოლიტიკა
სტივ ვომაკი - 12 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და კრემლმა ევროპაში მსგავსი ტიპის აგრესიული ქმედებები გააგრძელა
რეპუბლიკელი კონგრესმენი სტივ ვომაკი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ 12 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და კრემლმა ევროპაში მსგავსი ტიპის აგრესიული ქმედებები გააგრძელა.
ვომაკი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიაზე პასუხი ყოველთვის უნდა დააბრუნონ.
„12 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და კრემლმა ევროპაში მსგავსი ტიპის აგრესიული ქმედებები გააგრძელა. ამერიკის შეერთებულმა შტატები და საქართველო აშენებენ ძლიერი პარტნიორობა და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან დემოკრატია განმტკიცდეს. ჩვენ ყველანაირად უნდა დავუბრუნოთ პასუხი რუსეთის აგრესიას“, - წერს ვომაკი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან