|
2020-08-04 13:47:10, 2419 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული გეგმა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (2021-2025 წწ) განიხილეს. სამოქმედო გეგმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გენბანკებში, კვლევით დაწესებულებებსა და ფერმერულ მეურნეობებში დაცული ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების შესახებ გეოსაინფორმაციო ბაზის შექმნას, ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მოვლა-მოყვანის, გამოყენების, ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის თავმოყრას, გაანალიზებას და სისტემატიზაციას გულისხმობს. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს კონფერენციების ორგანიზებას, პურის ფესტივალის, პურის ცხობის და სხვა კერძების დამზადების ტრადიციების აღდგენასა და ხელშეწყობას. „მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გაერთიანებული ერების, განათლების, მეცნიერების და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის -UNESCO არამატერიულური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში წარდგენილი ელემენტის „ქართული ხორბლის კულტურა“ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. გაფართოებული სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი სტრატეგიული გეგმის ელემენტების დახვეწა-შემუშავება გახლდათ, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა დ ადგილობრივი ჯიშების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საერთაშორისო აღიარებისათვის, ასევე მათი აღდგენა-გავრცელებისა და პოპულარიზაციისთვის”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ. ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილ უწყებათა სამუშაო ჯგუფში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, შპს „ლომთაგორას“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)