14:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 12:10:00, 4155 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ ბინების დაკანონების პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელიც  სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყების ბალანსზე არსებული 5000 ბინის დაკანონებას ითვალისწინებდა, უკვე დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანი და სამართლიანი წარმართვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც  სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს. უშუალოდ განცხადებების მიღება და სარეკომენდაციო პროექტების მომზადება  თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ მოხდება, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს წარმოადგენს. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების არსებული მოდელი პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო. ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას, ფაქტობრივად,  ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები დაიკანონებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics