|
2015-09-08 09:36:54, 744 ნახვა
საზოგადოება
გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდმა წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში კონცერტი გამართა
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩომ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენლობამ დევნილთათვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, წეროვანში, დევნილთა ჩასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად-კონცერტით გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი “The Salamanca Band and Bugles of The Rifles“ წარსდგა. კონცერტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაესწრო. მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დევნილების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდა მომღერლებმა და ბენდთან ერთად ერთობლივი ნომრები შეასრულეს. წეროვანში დევნილთათვის მხარდასაჭერ კონცერტს დაესწნენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. კონცერტის დაწყებამდე ბენდის წევრები დევნილებს შეხვდნენ და პირად გაიცნეს ისინი. „The Salamanca Band and Bugles of The Rifles“ გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის ერთადერთი ტერიტორიული არმიის ბენდია. ბენდი საქართველოში 10 სექტემბერამდე დარჩება და კონცერტებს გამართავს როგორც თბილისში, ასევე გორში, ქუთაისსა და ბათუმში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)