2020-08-03 17:05:05, 2988 ნახვა
კომენტარი
ბაჩალიაშვილის დედა - პატრიარქმა წესის აგებაზე კურთხევა მოგვცა და პანაშვიდი გადაუხადეს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს საპატრიარქომ გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა.
აღნიშნული ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ მის შვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს.
„ჩვენ გვინდოდა თამუნასთვის წესის აგება და პატრიარქმა კურთხევა მოგვცა, იქვე გადაუხადეს პანაშვიდი. გამორიცხეს თვითმკვლელობა და წესის აგებაზე დაგვთანხმდნენ“,, - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან