|
2020-08-03 14:46:01, 3122 ნახვა
სამართალი
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განუცხადა. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურებრივ მფარველობას. ინვესტორმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიებას ჯგუფურად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)