|
2020-08-03 12:19:53, 3265 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი მოწმეების ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე ზეწოლა ხორციელდება
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის არასრულწლოვანი 5 მოწმის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება. ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია „ტოიტა ვითსის“ მარკის ავტომობილი შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ რატომ ამოიღეს და რატომ მოხდა მისი დალუქვა. „უკვე ორი თვე სრულდება ამ საქმის გამოძიების დაწყებიდან და შაბათს ხდება მანქანის ამოღება, დაილუქა და გადაყვანილ იქნა. თუ რაიმე მნიშვნელოვანი იყო გამომძიებლებისთვისა და საგამოძიებო ორგანოსთვის, მათთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო იმ დღიდანვე, როცა ჩვენება მივეცით, რომ იქ ფიგურირებდა და იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა „ტოიტა ვითსის“ ავტომობილი, სადაც ისხდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ამოიღეს მაშინ და რატომ მოხდა შაბათს ამოღება. თუ რაიმე ნივთმტკიცება იქნებოდა, ბუნებრივია, ეს უნდა ამოეღოთ დაუყოვნებლივ. ვთვლით, რომ გარკვეულწილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, ვიცავ 5 ადამიანს, მოწმეებს, პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება, რომ ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ საქმესთან დაკავშირებით“,- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)