18:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-01 18:12:01, 4120 ნახვა

მსოფლიო
ბერლინში ათასობით ადამიანი კოვიდ19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს

გერმანიაში, ბერლინში მოქალაქეები კოვიდ19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

დემონსტრატების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და სხვები, მათ უფლებებს არღვევს.

„The Day of Freedom“-ის შეფასებით, აქციაზე 15 000-მდე ადამიანი იყო მისული.

დემონსტრატებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები შემდეგი წარწერებით: „კორონა, ცრუ განგაში“; „დაასრულეთ კორონა პანიკა“ და ა.შ.

გერმანიას ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის გავრცელების მხრივ ნაკლებად ცუდი მდგომარეობა აქვს, თუმცა ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. გუშინ ქვეყანაში 900-ზე მეტი ახალი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 


 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics