2020-08-01 10:45:31, 4015 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში TikTok–ს აკრძალავს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩინურ პროგრამა, TikTok– ს აკრძალავს.
მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შეუძლია აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანებას შაბათს მოაწეროს ხელი.
აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს პროგრამა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამერიკელთა პირადი მონაცემების შესაგროვებლად.
ცნობისთვის, აშშ-ში TikTok–ს 80 მილიონამდე აქტიურ მომხმარებელს ჰყავს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან