2020-07-31 17:01:55, 4395 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.0721 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0719 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.6420 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.6086 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართები 0.0334 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან