|
2020-07-31 12:19:09, 3897 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ლ.შ.-ს ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გირაოს გამოყენების საკითხი დააყენონ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა, ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენების საკითხი დააყენონ. მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიც არის მტკიცებულების დაუშვებლობა, შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და დევნის შეწყვეტა. „ბუნებრივია, სამივეზე დაცვის მხარეს გვაქვს შუამდგომლობები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ლ.შ-ს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რასაც არ აღიარებს დევნის დაწყების დღიდან. ალტერნატივის სახით შესაძლოა დავაყენოთ გირაო. ოდენობაზე შევთანხმდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და მის ოჯახთან. ალბათ 3000 ლარი ან შესაძლოა, კიდევ უფრო ნაკლებიც იყოს“, - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა. ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)