2020-07-31 11:08:35, 4848 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო კვლავ რჩება
ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო კვლავ უსაფრთხო ქვეყნად რჩება.
ევროკავშირის ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში რჩებიან ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. აღნიშნულია სიიდან ამოღებულია ალჟირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არის ჩინეთიც, თუმცა მასთან მიმოსვლა ევროკავშირში მხოლოდ მაშინ განახლდება, თუ საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას თავად ჩინეთიც მიიღებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან