|
2020-07-30 18:50:40, 4461 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა
მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა. დღეს აჭარაში გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და ბოტანიკური ბაღის, როგორც უნიკალური ტურისტული ატრაქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას. ამ ტიპის ატრაქციების გახსნა და ბუნების ძეგლის დამატება ამ ძალიან ლამაზი მუნიციპალიტეტისთვის იქნება მეტი წარმატების, მეტი ტურისტის კიდევ ერთი წინაპირობა. ჩვენ ყველა ერთად აქტიურად ვმონაწილეობთ კამპანიაში, რომელიც ემსახურება საქართველოში შიდა ტურიზმის სტიმულირებას. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური ნაირსახეობა, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას მაღალმთიან აჭარაში. არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება დასრულებული ხულო-გოდერძის მონაკვეთი. ამის პარალელურად მწვანე ტბის და ბეშუმის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას. გოდერძის ალპური ბაღის იდეას 2015 წელს ჩაეყარა საფუჭველი. ბაღის ძირითადი დანიშნულებაა ეკო-განათლების პოპულარიზაცია, კავკასიის ეკო-რეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სოფლად ტურიზმის განვითარება. ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და მრავალფეროვნება. პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯია", ბათუმის, მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღები. ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნობით. ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, აჭარის მთავრობის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)