|
2020-07-30 15:48:06, 3764 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო „ჯეომასკი“ ფართოვდება
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების წახალისებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა კომპანია ,,ჯეომასკთან’’ პარტნიორობა დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ფინანსური მხარდაჭერა საკერავი დანადგარის შესაძენად, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს პირბადეების წარმოების ზრდას. ეს კი პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკერავი დანადგარი 3 შრიან სამედიცინო პირბადეებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე 370 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკმა პანდემიის პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება განახორციელა. სწორედ ამ სამოქმედო გეგმის ნაწილია პირბადეების ადგილობრივად წარმოების ხელშეწყობაც. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ჯეომასკი“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენც, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტი ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს პირბადეების აპარატების მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებას, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის პირბადის შეძენა/ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
ევროკავშირი ლაიფციგში მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვას ამზადებს
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)