19:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 12:10:51, 335 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ქართულ ტრადიციულ სტანდარტებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით მდგომაროება გაუმჯობესდა. თუმცა, მისივე თქმით, არ უნდა იყოს იმის ილუზია, რომ „საქმე დასრულებულია“.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა ქართულ ტრადიციულ სტანდარტებთან შედარებით, უკეთეს მდომარეობაშია, თუმცა ევროპულ სტანდარტებთან მისასვლელად გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

„ვერც ერთი ობიექტური შემფასებელი გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით. ორი არჩევნები ჩატარდა, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესი იყო და ყველა იმ ჩატარებულ არჩევნებზე დემოკრატიულად იყო აღიარებული. მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მაგრამ ცხადია ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ საქმე დასრულებულია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ევროპულ სტანდარტებს, ჩვენ გვაქვს ქართულ ტრადიციულ სტანდარტებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ევროპულ სტანდარტებთან მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ასეთი მიმართულებით მუშაობა შესაწყვეტი არ არის. არ გამოვრიცხავ ცალკეული პრობლემების არსებობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედ ხელისუფლებას და ყველას საქართველოში მკაფიოდ აქვს გააზრებული, თუ ჩვენ ოდნავ მაინც გადავუხვევთ ამ კურსიდან, მაშინ ყველაფერი უკუღმა წავა უსაფრთხოების, ეკონომიკის თვალსაზრისით და ასე შემდეგ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ არჩევნებს ოპტიმისტურად უყურებს და აცხადებეს, რომ ეს იქნება იმის დასტური, რომ საქართველოში დემოკრატია დამკვიდრდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics