2020-07-30 10:31:49, 4186 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - არასდროს მიკითხავს პუტინისთვის, უხდიდა თუ არა მოსკოვი „თალიბანს“ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არასდროს უკითხავს რუსი კოლეგისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის, უხდიდა თუ არა მოსკოვი „თალიბანს“ ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ავღანეთში, როგორც აშშ-ის დაზვერვის მონაცემებშია ასახული.
აღნიშნულის შესახებ ტრამპმა „ეიჩბიოუს“ ეთერში განაცხადა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ბოლო სატელეფონო საუბარი მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის 23 ივლისს შედგა და მხარეებმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე იმსჯელეს.
პრეზიდენტმა ასევე ეჭქვეშ დააყენა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის ნამდვილობაც.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან