2015-01-28 12:04:53, 660 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი იარაღის ექსპორტს გაზრდის
„რუსეთი პერსპექტიულ ბაზრებზე იარაღის იმპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უცხოეთის ქვეყნების სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთისთვის პერსპექტიული ბაზრები წყნარი ოკეანის რეგიონი, აფრიკა,ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნებია.
„რუსეთმა გასულ წელს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა და დამატებით 14 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები დადო“,-აღნიშნა პუტინმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან