11:54 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 09:46:59, 3525 ნახვა

რეგიონი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მთელი განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მთელი განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეგიონში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ 7 გაფრენა განახორციელა. 20:00 საათის მონაცემებით, უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი. დაშავებული არავინ არ არის. მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ქალაქ ონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხვალ დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას განაახლებენ და მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.

რაჭაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი. ისინი ადგილზე ხელმძღვანელობენ სამაშველო სამუშაოებს.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები, სპეციალური აღჭურვილობით. ასევე, მობილიზებულია დრონები და ყველა საჭირო ტექნიკა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics