05:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 11:15:57, 517 ნახვა

საზოგადოება
ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება დღეს გაიმართება

ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება დღეს, 22:00 საათზე გაიმართება. 

„საბას“ რიგით მე-13 დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე ცნობილი გახდება 10 ნომინაციაში გამარჯვებული წიგნების და ავტორების ვინაობა. ისინი თიბისი ბანკისაგან „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.

„საბას“ წლევანდელი ცერემონია ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში  გაიმართება, რომელიც მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში მდებარეობს.

ცერემონიაზე ასევე ცნობილი გახდება „საბას“ ჟიურის ვინაობა, რომელიც,  კონკურსის მსვლელობისას, ტრადიციულად,  გასაიდუმლოვებულია. 5-კაციანი ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მის შემადგენლობაში შედიან ლიტერატორები, მწერლები, „საბას“ წინა წლების ლაურეატები.

წლევანდელ კონკურზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ავტორის 315 წიგნი. ჟიურიმ 46  მათგანი  ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია. 7 სექტემბერს დაგეგმილ ცერემონიაზე გამარჯვებულები სწორედ ამ ფინალისტიტებიდან დასახელდება.

„საბას“ დაჯილდოების ცერემონია ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვატო კახიძის ხელმძღვანელობით. სპეციალურ მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ  ცნობილი სოლისტები.

ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა თიბისი ბანკისა და პენ ცენტრის მიერ. დღემდე გამართულ 12 დაჯილდოებაზე გაიცა 105 პრემია, ჯამში 400 ათასი ლარის ოდენობით. „საბას“ პრემიის ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ ჭაბუა ამირეჯიბი, ანა კალანდაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და სხვა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics