|
2020-07-29 17:36:40, 4957 ნახვა
რეგიონი
სოფელ ახალქალაქში ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის (კოშკებით) რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია კომპლექსის სრული აღდგენა, ნაგებობის ეზოში საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებელის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს "სამშენებლო კომპანია"ივერთმშენი“ აწარმოებს. სამუშაოების ღირებულება 557 602 ლარია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. კომპლექსის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა ტურისტისთვის - კიდევ ერთ საინტერესო სანახაობით გარემოს შექმნის და ხელს შეუწყობს ვიზიტორების სიმრავლეს. კასპის მუნიციპალიტეტი მდიდარია ტურიზმის ობიექტებით. მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ტურისტული ობიექტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა. #გაიგერაკეთდებაგაიცანიშენიმხარე
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)