04:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 16:30:10, 3558 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - გიორგი რურუას არა მხოლოდ იარაღი, არამედ გამომძიებელიც ჩაუდეს

გიორგი რურუას არა მხოლოდ იარაღი, არამედ გამომძიებელიც ჩაუდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცავებს რურუას ჩხრეკა არ მოუხდენიათ და იარაღიც არ ამოუღიათ.

ამასთან, საძაგლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღის მაყუჩზე, რომელიც საქმეში დევს, რურუას დნმ-ის ნიმუში გამოძიებამ გადაიტანა.

მისივე თქმით, მოწმეების ჩვენები შეუსაბამო და ურთიერთსაწინააღმედეგოა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics