2020-07-29 13:11:21, 5921 ნახვა
მსოფლიო
ტრამპს აინტერესებს, რატომ არის ენტონი ფაუჩი პოპულარული, როდესაც თავად არაპოპულარულია
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ექიმ ენტონი ფაუჩისთან „ძალიან კარგი“ ურთიერთობა აქვს.
ამის მიუხედავად ტრამპს აინტერესებს, რატომ არის ფაუჩი ასეთი პოპულარული, როდესაც თავად არაპოპულარულია.
„საინტერესოა - ფაუჩის აქვს ძალიან კარგი რეიტინგი, მე მომწონს ეს, ძალიან კარგია. ფაუჩი მუშაობს ჩვენს ადმინისტრაციაში, ის მუშაობს ჩვენთან“, - განაცხადა ტრამპმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან