|
2015-09-07 10:01:12, 637 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი საშინაო დავალება შევასრულეთ
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, 6 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომმის შედეგად, ევროპის სტაბილურობის მიმართულებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იყო. როგორც მან „თბილისი რუმსში“ კონფერენციაზე „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ განაცხადა, ახალმა ხელისუფლებამ „საშინაო დავალება შეასრულა“ და თავიდან აიცილა ის მძიმე შედეგები, რაც რუსეთის ოკუპანტურ ქმედებებს მოჰყვა. „ეს არის ადგილი, სადაც 6 წლის წინ დაახლოებით იგივე დროს ყველა ვიყავით თვითმხილველი ძალიან დიდი კითხვის ნიშნების, რომლებიც ევროპის სტაბილურობის მიმართულებით იყო. ეს იყო 2008 წლის აგვისტოს თვე, როდესაც ყველამ ვნახეთ რაღაც განსხვავებული, სხვა რამ ხდებოდა რეგიონში, ქვეყანში. ამ კრიზისმა სათავე დაუდო გარდამტეხ მომენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, უსაფრთხოების სტატუსი, როგორც საქართველოში, ასევე უფრო ფართო კონტექსტში. ეს ალბათ არის ყველა ის ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეზობელ ქვეყნად ითვლება. მაშინ ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს შეეძლო იმის წინასწარ განსაზღვრა, რომ ეს აქ არ დამთავრდებოდა. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენთაგანმა ჩვენი საშინაო დავალება შევასრულეთ. ვიმუშავეთ იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ის, რა მძიმე შედეგებიც მოჰყვა ამ ყველაფერს. მაგალითად ის რაც უკრაინაში განმეორდა 5 წლის შემდეგ. 2008 წლის გავისტოდან დღეს ამის მოწმეები ვართ. დღეს ვხედავთ ფაქტს, რომ უკრაინის სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ღია საკითხი“, – აღნიშნა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო „რუუმს ჰოტელში“ მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ მასპინძლობს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)