04:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-06 16:58:25, 1177 ნახვა

საზოგადოება
CAREXPRESS FORWARDER-მა ამერიკაში მსოფლიო ბიზნეს ფედერაციის ჯილდო აიღო

CAREXPRESS FORWARDER-მა ამერიკაში მსოფლიო ბიზნეს ფედერაციის  ჯილდო აიღო ( ჯილდო BIZZ 2015  "ეროვნული მნიშვნელობის ბიზნეს მიღწევები").

აღსანიშნავია, რომ CAREXPRESS FORWARDER საქართველოდან ერთადერთი კომპანიაა, რომელიც  მსოფლიო ბიზნეს ფედერაციის (WORLDCOB) დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული.

"ჩვენთვის ეს უკვე მეორე ჯილდოა, რაც ხაზს უსვამს ჩვენს პროფესიონალიზმს და სტიმულს გვაძლევს, ვისწრაფოდეთ მუდმივი განვითარებისაკენ",-აცხადებენ კომპანიაში. 

დაჯილდოება  1 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, Caesars Palace -ში, ლას ვეგასში გაიმართა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიმდინარე წელს  "CAREXPRESS FORWARDER"-ისთვის ეს უკვე მეორე ჯილდოა. პირველი  ჯილდო კი,  კომპანიას  2015 წლის  26 აპრილს, გასულ წელს გაწეული სამუშაოების შედეგების მიხედვით, ფრანკპურტში  გამართულ დაჯილდოების 28-ე საერთაშორისო კონვენციაზე  მიენიჭა.

ხარისხისა და ტექნოლოგიური განვითარების მიღწევების გამო, "CAREXPRESS FORWARDER"  «International Arch of Europe Gold Quality Award» -ის ჯილდოთი საერთაშორისო ორგანიზაცია B.I.D-ის ჟიურიმ დააჯილდოვა.

" ეს მხოლოდ ჯილდო არ იყო, არამედ აღიარება, როგორც წარმატებული კომპანიისა, ვინაიდან ჯილდოვდებოდნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც  იღწვიან და მიისწრაფვიან ლიდერობისთვის, ტექნიკური ინოვაციების დამკვიდრებისთვის და რომლებიც ახლად შექმნილი კომპანიებისთვის  მისაბაძი მაგალითები არიან",-აცხადებენ "CAREXPRESS FORWARDER"-ში.

რაც შეეხება ბიზნეს ინიციატივას, ის  QС100 TQM-ის (Total Quality Management) მოდელზე იყო დაფუძნებული.

TQM-ის პროგრამის ძირითადი განსახორციელებელი ნაბიჯებია:

1. ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაცია

2.კომფორტული ატმოსფერო სამუშაო გუნდისთვის

3.სისტემის  ეფექტურობა

4.ტექნოლოგიური ინოვაციები

5. კომპანიის მართვა კლიენტების გათვითცნობიერების მიზნით

6.ლიდერობა გარემოცვაში

7.ორიენტირება ბიზნესში ყველაზე მომგებიან სფეროებზე

ინფორმაციისთვის, 2012 წლიდან სატრანსპორტო კომპანია CAREXPRESS FORWARDER  ტრანსპორტის ლოგისტიკის სფეროში წარმატებით მუშაობს. თავდაპირველად კომპანიის სახელი იყო CAREXPRESS. საერთაშორისო საგარეო ეკონომიკური საქმიანობა ისწრაფვოდა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე არსებული გზების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას. ამიტომ, 2014 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა პრინციპულად ახალი პროექტის შექმნის იდეა CAREXPRESS FORWARDER – უნივერსალური ოპერატორისა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში. 2014 წელს ლოგისტიკურ ბრენდს CAREXPRESS ოფიციალურად დაერქვა ახალი სახელი CAREXPRESS FORWARDER. კომპანია CAREXPRESS FORWARDER წარმატებით ვითარდება და მომავლის გეგმებს სახავს. 

"ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება და სრულყოფა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში და ვცდილობთ გადავიდეთ კლიენტების მომსახურების ხარისხობრივად ახალ დონეზე და საქართველოს ტერიტორიაზე გავხდეთ წამყვანი კომპანია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში",-განმარტავენ კომპანია "CAREXPRESS FORWARDER"-ში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics