|
2020-07-27 11:38:12, 2677 ნახვა
სამართალი
პროკურატურა სასამართლოს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თ.ღ.-ს და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს მ.ღ-ს ბრალდება წარუდგინა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „Manchester"-ი. სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი თ.ღ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდგომ თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)