|
2020-07-25 16:50:43, 4782 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მაწყვალთის მთაში მოიალაღეები მოინახულა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მაწყვალთის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღზე მაწყვალთის, კარაპეტის, ოლადაურისა და გუნდაურის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ფრიდონ ფუტკარაძე მოიალაღეებს, უახლოეს დღეებში მთაში მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ხოლო სამომავლოდ შიდა ელექტრო გადამცემი ქსელის კაპიტალურად მოწყობას დაჰპირდა. ადგილობრივები, როგორც ყველა მთაში აქაც სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით, სამედიცინო მომსახურებას უწევენ თსპ ექთანი და ამბულატორიის ექიმი. „საზაფხულო იალაღებზე გასვლა ადგილობრივების საჭიროებების ადგილზე გაცნობას, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების, ტურიზმის, საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას ემსახურება. ვიმყოფებოდი ყველა მთაში, თუმცა სეზონის დასრულებამდე, მსგავსი ტიპის აუდიენცია მოიალაღეებთან კვლავ გაგრძელდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს მოახლოებული ,,შუამთობის“ სახალხო დღესაწაული მივულოცო, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მთის ტრადიციების შენარჩუნებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. მერთან ერთად მაწყვალთის მთაში საკრებულოს წევრი გენად მიქელაძე და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული ვახტანგ ფუტკარაძე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)