|
2020-07-25 10:31:51, 5728 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
დღეიდან თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ირაკლი ჭიჭინაძეს 2000 წლიდან თავდაცვის ძალებში სხვადასხვა ოპერატიული და ანალიტიკური პოზიცია ეკავა, მონაწილეობდა ასევე, სამშვიდობო ოპერაციაში ერაყის რესპუბლიკაში. მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედალი, ასევე დამსახურებული თანამშრომლობისთვის ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის მედალი -„სამსახურებრივი რკინის ჯვარი“. საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მთავარი სერჟანტი - მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური ჰყავს. მან აღნიშნულ პოზიციაზე კობა ცირეკიძე ჩაანაცვლა. გიორგი გოგოჭური მანამდე აღმოსავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტის პოზიციას იკავებდა. სიახლეეებია ასევე, დასავლეთის სარდლობაში. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დასავლეთის სარდლად პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, ხოლო მის მოადგილედ პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. II ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ, ხოლო III ქვეითი ბრიგადის მეთაურის პოზიცია - ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ დაიკავა. საკადრო ცვლილებები განხორციელდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაშიც. სარდლის მოადგილეებად დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჭაღოშვილი დაინიშნენ. პოლკოვნიკი ჭაღოშვილი სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობასაც შეასრულებს. სიახლეა ეროვნულ გვარდიაშიც. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამხედრო ოპერაციების პრინციპების კურსის უფროსი ინსტრუქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გუგენიშვილი დღეიდან ეროვნული გვარდიის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)