04:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-05 11:51:08, 695 ნახვა

საზოგადოება
სკოლა „ინტელექტი“ „ფეისბუქში“ გავრცელებულ სურათებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ სურათებთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტი“ განცხადებას ავრცელებს.

„სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ სურათებთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტს“ სურს რამდენიმე განმარტება გააკეთოს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სურათზე ნაჩვენები გეოგრაფიული რუკა არის მოთავსებული ატლასში, რომელიც წარმოადგენს დამატებით მასალას და არა ძირითად სახელმძღვანელოს. სკოლა „ინტელექტში“ სწავლება მიმდინარეობს გრიფირებული სახელმძღვანელოებით (ვაჟა ნეიძე, ლოგოს პრესი, 2010) და აღნიშნული ატლასი წარმოადგენს დამატებით მასალას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს არც კი გამოუყენებიათ.

რაც შეეხება გზებს, რომლებითაც ეს ატლასი ჩვენ სკოლაში მოხვდა, აღსანიშნავია, რომ სკოლა „ინტელექტი“ ყოველწლიურად უკვეთავს რუსულენოვან დამატებით ლიტერატურას. წელს ჩვენი შეკვეთის მიუხედავად, მიმწოდებელმა მოგვაწოდა არა შეკვეთილი, არამედ სხვა ატლასი, რომელშიც ფაქტობრივი შეცდომა იყო დაშვებული.

აღსანიშნავია, რომ ეს ატლასები დაურიგდათ მშობელთა კრებაზე მშობლებს სახელმძღვანელოების და დამატებითი მასალების კომპლექტში და, შესაბამისად, სწავლის პროცესში ისინი არ გამოიყენებოდა და არც გამოიყენება, რადგან ყველა ატლასი უკვე ამოღებულია.

სკოლა „ინტელექტი“ სხვა დამატებით მასალას დაკვირვებით შეისწავლის.

სკოლა „ინტელექტი“ ასევე ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს მიმწოდებელთან, რომელმაც შეცდომიანი ატლასი მოგვაწოდა.

სკოლა „ინტელექტი“ ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოიყენონ სკოლის მიერ დაშვებული შეცდომა თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics