13:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 16:50:58, 3756 ნახვა

რეგიონი
მაწყვალთის მოსახლეობა მალე ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

სოფელ მაწყვალთის მოსახლეობა მალე ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტის მერია, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მაწყვალთის ცენტრის კეთილომოწყობაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

პროექტი, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დღეს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილობრივებს შეხვედრის დროს გააცნო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 

ეზოს კეთილმოწყობა, ბეტონის საფარის დაგება, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მოაჯირების და სველი წერტილის რეაბილიტაცია, სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჩანჩატურის მშენებლობა, გარე განთების მონტაჟი, დეკორატიული სკამებისა და ურნების განთავსება.

,,ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ღია ფორმატის შეხვედრების დროს გამოიკვეთა და ძირითადად ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა, მაქსიმალურად აგვესახა 2020 წლის ბიუჯეტში. ჩვენი მიზანია თანდათანობით მოგვარდეს, მოწესრიგდეს სოფლებში ინფრასტრუქტურა და ადგილობრივებს ქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები. მიმდინარე წელს დაიწყება ასევე ტბეთისა და ბუთურაულის ცენტრების კეთილმოწყობა. პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ყველა სოფელს, სადაც ამის საჭიროებაა“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics