2020-07-24 11:46:39, 6813 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო უწყება - თურქეთს სანქციების დაწესებით ვერ დაემუქრებიან
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს საფრანგეთის მოთხოვნას თურქეთის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჰამი აკსოი აცხადებს, რომ თურქეთს სანქციების დაწესებით ვერ დაემუქრებიან.
აკსოი განმარტავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას თურქეთისთვის არავითარი ღირებულება არ გააჩნია.
ცნობისთის, გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა თურქეთის მოქმედებები აღმოსავლკეთ ხმელთაშუა ზღვაზე და ქვეყნის წინააღმდეგ ევროკავშირისგან სანქციების დაწესება მოითხოვა. მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს ლიბიის კრიზისის საკითხზე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან