12:51 - 22 Oct, 2026
|
2020-07-23 17:54:15, 4950 ნახვა
რეგიონი
კონფლიქტისპირა სოფლებში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს სოფლების ყარაფილა - სარიბარი - ზადიანთკარის, თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის ასფალტის მეორე პირის დაგების სამუშაოები. აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაცია 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2020 წელს, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წელს დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება 4 200 გრძივ მეტრზე, რ/კ ბეტონის კიუვეტების, ლითონის ცხაურების, ეზოში შეასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა. გზის სრულ რეაბილიტაციაზე 2 550 000 ლარი დაიხარჯება და მას რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. გზის სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)