|
2020-07-23 16:02:17, 3346 ნახვა
სამართალი
თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი პატიმრობაში რჩება
მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი, სოსო გაბრიაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. პროკურატურამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს სანაცვლოდ გაბრიაძის გათავისუფლების შესახებ. საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ „სასამართლომ სრულად დაუშვა როგორც ბრალდების მიერ წარმოდგენილი ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. „სასამართლომ სრულად დაუშვა როგორც ბრალდების მიერ წარმოდგენილი ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება პატიმრობას, ბრალდების მხარე პირველი წარდგენის სხდომაზეც უთითებდა დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ასევე არსებობდა როგორ მიმალვის, ისე მტკიცებულებების დაფარვის საქმეები. ეს საფრთხეები იყო მაშინაც და არსებობს ახლაც. აქედან გამომდინარე პატიმრობა დარჩა ძალაში“, - განაცხადა კოტრიკაძე. შემდეგი სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოსო გაბრიაძეს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შეგახსნებთ, რომ 19 აპრილს, სოსო გაბრიაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ის ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და თავისი კუთვნილი „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ მომღერალ თიკა მახალდიანის დედას, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)