|
2020-07-22 11:16:26, 15569 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს - 2-ის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, მის კლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, 28 პაციენტს შორის, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას. ამასთანავე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილნი არიან კორონავირუსით გარდაცვლილი მეთექსვმეტე პაციენტის ოჯახის წევრები, რომლებიც კოვიდ19-ით არიან ინფიცირებულნი. „ჩვენთან გუშინ იყო 21 დასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი და შემოვიდა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღესდღეობით გვყავს 28 დადასტურეული შემთხვევა, 4 დადასტურებული შემთხვევებიდან, 2 ჩვენ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, 2 პაციენტი კი, გარდაბნის წყაროა. 28 პაციენტიდან კვლავ გვყავს 1 მძიმე პაციენტი, გუშინ კიდევ ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიძიმის გახლავთ. ჩვენთან გადმოყვანილები არიან მეთექსვმეტე გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებიც, რომლებიც კოვიდ19-ით არიან ინფიცირებულნი“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)