2020-07-21 12:14:36, 5107 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსის 5 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 5 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 783 328-მდე გაიზარდა.
ამასთანავე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 153 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ კი, 12 580-ს მიაღწია.
ამ დრომდე რუსეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 562 384 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან