2020-07-20 14:33:52, 2494 ნახვა
სამართალი
ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრენიუსს“ შსს-მ განუცხადა.
მათი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 336-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისში 18 ივლისს 30 წლის ქალი მოკლეს. სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან