03:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 12:34:06, 488 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები დამონტაჟდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, აჭარაში ახლადდამონტაჟებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები დაათვალიერა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოსდაცვითი პროგრამის“ (EPIRB) ფარგლებში საქართველოში, კერძოდ კი აჭარის რეგიონში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზში ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 6 ახალი ავტომატზირებულ ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური .
უწყების ინფორმაციით, ავტომატური სადგურები წყალდიდობის რისკის შეფასებასა და პროგნოზების მომზადებას უზრუნველყოფს და აღჭურვილია  ატმოსფერული ნალექების გამზომი თანამედროვე ტექნოლოგიით. 
პროექტის მიზანია  აჭარაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტისთვის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისი მონიტორინგის ქსელის შექმნაში დახმარების გაწევა და მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზთან დაკავშირებით მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და დამუშავების შესაძლებლობების გაძლიერება.
ღონისძიებას აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე და „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვის“ პროექტის წარმომადენელი ზურაბ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics