2020-07-18 13:49:38, 5441 ნახვა
მსოფლიო
ცნობილი ინდოელი მსახიობი, აიშვარია რაი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ცნობილი ინდოელი მსახიობი და ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი, კორონავირუსის დიაგნოზის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისივე ცნობით, საავადმყოფოში გადაიყვენეს აიშვარიას ქალიშვილი აარადიაც.
მსახიობის მეუღლე აბიშეკი და მამამთილი, ამიტაჰ ბაჩჩანი კორონავირუსის დიაგნოზით უკვე ერთი კვირაა საავადმოფოში მკურნალობენ. ისინი ბოლივუდის ცნობილი მსახიობები არიან.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 34 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 671 ადამიანი - გარდაიცვალა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან