|
2020-07-17 15:07:54, 5994 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა
აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც ქობულეთში თვითნებურად შესახლებული პირები აქციას მართავენ, დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აჭარის მერთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი პროტესტის მიზეზი ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაა, რომლის დაკანონებასაც ისინი ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი საცხოვრებელი ადგილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუქციონის წესით გაყიდა, რომელიც ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა შეიძინა. აქციის მონაწილეების თქმით, დეპუტატი არჩევნების შემდეგ მოსახლეობას აღნიშნული შენობიდან გამოსახლებით ემუქრება. ადგილზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა, რომელსაც აქციის რამდენიმე მონაწილე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)